გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ თავისუფალ ვაჭრობას. მათ ეს პოზიცია გამოხატეს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, საინფორმაციო ტექნიკის მსოფლიოში უდიდესი ბაზრობის, „ცებიტის“ გახსნასთან დაკავშირებით ვიზიტისას. მერკელისა და აბეს აზრით, საჭიროა სწრაფად, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდეს მუშაობა იაპონიასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. მათ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეერთებული შტატების მოთხოვნით, „დიდი 20“-ის შეხვედრაზე გადაწყდა, აღარ დაუჭირონ მხარი პროტექციონიზმთან ბრძოლას. მაშინ, როცა ბევრს ვკამათობთ თავისუფალ ვაჭრობაზე, ღია საზღვრებზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე, კარგის მაუწყებელია ის, რომ იაპონია და გერმანია არ ვკამათობო, - განაცხადა მერკელმა. მას არ უხსენებია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული აკრიტიკებს ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებს.
ყველაზე პოპულარული
1