რუსეთში ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ცემეს და გაძარცვეს ჩვენი რადიოს ორი კორესპონდენტი. რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის რეპორტიორს, სერგეი ხაზოვ-კასიას და ოპერატორ ანდრეი კოსტიანოვს, როცა ისინი 28 მარტის დილას ტოვებდნენ სასტუმროს ქალაქ კროპოტკინში. ის კრასნოდარის მხარეში მდებარეობს. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს წაართვეს ლეპტოპი, სატელევიზიო აღჭურვილობა და პირადი ნივთები, რის შემდეგაც მიკროავტობუსში ჩასხდნენ და ერთად დატოვეს თავდასხმის ადგილი. ჟურნალისტები კროპოტკინში იყვნენ ჩასული გლეხების საპროტესტო აქციის გასაშუქებლად. ჟურნალისტი სერგეი ხაზოვ-კასია ფეისბუკზე წერს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, მათ სასტუმროში მიაკითხეს პოლიციელებმა - შეამოწმეს, ჟურნალისტები იქ იყვნენ თუ არა . ჩვენი რადიოს პრეზიდენტმა, თომას კენტმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც "მიუღებელს" უწოდებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტებზე თავდასხმას და მოითხოვს ინციდენტის სრულად გამოძიებას.
ყველაზე პოპულარული
1