აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანებას და, შესაბამისად, ალიანსის გაფართოებას, რაც სავარაუდოდ მოსკოვის მკვეთრად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. 28 მარტს გამართული კენჭისყრისას, სენატორების დიდი უმრავლესობა მიემხრო ნატოში ბალკანეთის მომცრო სახელმწიფოს მიღებას. ალიანსის წევრებიდან ახლა მხოლოდ ესპანეთი და ნიდერლანდი დარჩნენ, სადაც ჯერ არ მოუხდენიათ ჩერნოგორიის გაწევრიანებაზე შეთანხმების რატიფიცირება, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა აშშ-ის თანხმობა. მოსკოვს არაერთხელ აქვს გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება ნატოში ჩერნოგორიის შესვლის მიმართ. შარშან ჩერნოგორიაში ადგილი ჰქონდა გადატრიალების მცდელობას, რომელშიც ბევრი ხედავს მოსკოვის კვალს.
ყველაზე პოპულარული
1