Accessibility links

ესპანეთში დააკავეს ჰაკერობაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი


ესპანეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, ჰაკერობაში ეჭვმიტანილი პიოტრ ლევაშოვი, რომლის დაპატიმრების ორდერიც შეერთებულ შტატებს აქვს გაცემული. ამ ცნობას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ ესპანეთის ეროვნული სასამართლოს პრეს-მდინვის განცხადებაზე დაყრდნობით. ხოლო რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას მოჰყავს ლევაშოვის მეუღლის, მარიას განცხადება, რომ როგორც მას ესპანეთის პოლიციამ უთხრა, დაკავების მიზეზია კომპუტერული ვირუსი, რომელიც, როგორც ჩანს, ლევაშოვმა შექმნა და რომელიც უკავშირდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას. ესპანეთის პოლიცია არ ადასტურებს აშშ-ის არჩევნებთან ლევაშოვის დაკავების რამენაირ კავშირს და ესპანეთში აშშ-ის საელჩომ კომენტარზე უარი უთხრა „ასოშიეიტიდ პრესს“. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნით, რომელიც მათ წელს იანვარში წარმოადგინეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავადვე გასცა განკარგულება ჰაკერული და პროპაგანდისტული კამპანიის შესახებ აშშ-ის საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შესარყევად და საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ოპონენტის, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსების შესამცირებლად.

XS
SM
MD
LG