Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი“: 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა სასიკვდილო განაჩენების რიცხვი


უფლებადამცველი ორგანიზაციის „ამნესტი ინტერნეშნლის“ განცხადებით, 2016 წელს შემცირდა სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ამგვარი ვერდიქტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს კლება გამოწვეულია ირანსა და პაკისტანში გამოტანილი სასიკვდილო განაჩენების რიცხვის შემცირებით. ეს ორი ქვეყანა ყველაზე ინტენსიურად მიმართავს ამგვარ პრაქტიკას. თუმცა „ამნესტის“ ანგარიშში მითითებულია, რომ შარშან მაინც მაღალი იყო სასიკვდილო განაჩენების მაჩვენებელი, თუკი მას გასული ათწლეულის მონაცემებს შევადარებთ. სასიკვდილო განაჩენების გამოტანის საქმეში 2016 წლის ლიდერთა შორის არიან ჩინეთი, საუდის არაბეთი და ერაყი. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა „ამნესტის“ მრჩეველმა სასიკვდილო განაჩენების კვლევითი ჯგუფიდან კიარა სანჯორჯომ, ზოგ ქვეყანაში შემაშფოთებლად მაღალია ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალისხმევა, მიჩქმალონ სასიკვდილო განაჩენების მასშტაბურობა.

XS
SM
MD
LG