Accessibility links

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 19 აპრილს განიხილავს საქმეს რუსეთის წინააღმდეგ


ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 19 აპრილს განიხილავს საქმეს კიევის წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს, რომ შეწყდეს რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის მომარაგება ფულით, იარაღითა და ჯარისკაცებით. განხილვა დაიწყება დღის 3 საათზე და ის გაიმართება ჰააგაში მდებარე საერთაშორისო სასამართლოს მშვიდობის დარბაზში. პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა სასამართლოს ვებსაიტის საშუალებით. მოსკოვმა 2014 წლის მარტში დაამყარა კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე და ღიად დაუჭირა მხარი აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 9 750 ადამიანი. კიევი ასევე მოუწოდებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, მოსთხოვოს რუსეთს, რათა ყირიმის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, უმეტესწილად ეთნიკური თათრების „რასობრივი დისკრიმინაცია“.

XS
SM
MD
LG