Accessibility links

30 სექტემბერს გამოვლინდება ”ოსკარზე” წარსადგენი ფილმი


”ოსკარზე” წარსადგენი ფილმი გამოვლინდება 30 სექტემბერს თბილისის კინოსახლის განახლებულ დარბაზში. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სპეციალური კომისია ოთხი ფილმის ნახვის შემდეგ დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს ნამუშევარს „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება 2 აგვისტოს დაიწყო და 11 აგვისტოს დაასრულა. „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს იბრძოლებს: „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი); „მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი); „საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე) და „ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე).

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG