Accessibility links

შავნაბადას მთაზე ხანძრის ჩასაქრობ სამუშაოში 5 სექტემბერს ვერტმფრენიც ჩაერთვება


ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალ ვერტმფრენი ჩაერთვება - ამ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო ინტერპრესნიუსი, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ჯუმბერ აბულაძის სიტყვებზე დაყრდნობით. აბულაძე აცხადებს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, დაახლოებით სამ ჰექტარზე იწვის ბალახი და ბუჩქნარი, თუმცა არსებობს ხანძრის ტყეზე გავრცელების საფრთხე. შავნაბადას მთა დღეს ვერტმფრენიდან შეისწავლეს. ხანძრის ოთხ კერას, მეტყევეებთან ერთად, დილიდან აქრობენ სახანძრო ბრიგადები. ადგილზე მუშაობს ხულოს, შუახევის, ქედისა და ბათუმის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივი მოხალისეებიც მონაწილეობენ. შავნაბადას მთაზე ცეცხლი გაჩნდა ტყეში, სადაც გადაადგილება მხოლოდ საფეხმავლო ბილიკებითაა შესაძლებელი. შავნაბადას მთა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. ხანძრის ჩასაქრობად შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG