ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 43 სამხედრო დაიღუპა და კიდევ ცხრა დაიჭრა სამხედრო ბაზაზე თალიბანის თავდასხმის შედეგად, სამხრეთის პროვინცია ყანდაარში. მინისტრის პრესმდივანმა, დავლათ ვაზერიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაკარგულია ექვსი ჯარისკაცი. იუწყებიან, რომ თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული მანქანა ააფეთქა ბაზასთან ახლოს და შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა დაიწყეს თავდასხმა. გავრცელებული ცნობებით, ექსტრემისტებმა ვერ შესძლეს შეღწევა ბაზაზე, რადგან იქ დროულად მივიდა სპეცრაზმი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. ორი დღით ადრე თავდასხმებს სულ მცირე 80 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 300-მდე პირი.