Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ასეულობით დემონსტრანტი მონაწილეობდა ოპოზიციის მსვლელობაში


28 ოქტომბრის მსვლელობაში, რომელიც ოპოზიციურმა დემოკრატიული ძალების ეროვნელმა საბჭომ ბაქოში მოაწყო, ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა. ანტიკორუფციული გამოსვლის მთავარი ლოზუნგი იყო, "არა ძარცვას". მასში მონაწილეობდნენ სახალხო ფრონტის პარტია, სახალხო დემოკრატიული პარტია, სახელმწიფოებრობის ეროვნული პარტია, მუსავათი და მუსლიმთა კავშირი. საპროტესტო გამოსვლა მთავრობის ნებართვით გაიმართა. ის იასამალის რაიონში, მეჰსულის სტადიონზე შედგა. დემონსტრანტები გაიძახოდნენ ლოზუნგებს: "ბოლო მოეღოს კორუფციას", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს".

XS
SM
MD
LG