Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაიდგა ბერლინის კედლის ფრაგმენტი


ბერლინის კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე თბილისში
ბერლინის კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე თბილისში

თბილისში, ევროპის მოედანზე, დაიდგა ბერლინის კედლის ფრაგმენტი, რომელიც სექტემბერში, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად, საჩუქრად გადასცეს გერმანიაში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. „როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ყოფდა ორად, საქართველოშიც ასევე მშვიდობიანად დაინგრევა ბოროტების კედელი“, განაცხადა ევროპის მოედანზე გამართულ ცერემონიაზე გიორგი კვირიკაშვილმა. ხოლო გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, რომ 9 ნოემბერი გერმანიის კედლის დაცემის დღეა. 2017 წელი გამოცხადებულია საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად, რითაც აღინიშნება საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლის მე-200 წლისთავი, ისევე როგორც საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავი.

XS
SM
MD
LG