Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მსჯელობს ზომებზე ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ


ევროკავშირმა დაიწყო საჯარო კონსულტაციები „გამოგონილი ცნობებისა“ და ინტერნეტით დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემაზე. ის აპირებს 2018 წლის გაზაფხულამდე შექმნას ექსპერტთა ჯგუფი დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე სამუშაოდ. საჯარო კონსულტაციების დაწყების ფონს ქმნის შეშფოთება, რომელსაც დასავლეთში იწვევს რუსეთის სავარაუდო მცდელობა, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და ჩაერიოს უცხო ქვეყნების არჩევნებში. ევროკავშირი მოუწოდებს მოქალაქეებს, სოციალურ მედიას, საინფორმაციო საშუალებებს, მკვლევრებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მონაწილეობა მიიღონ კონსულტაციებში თებერვლის შუა რიცხვებამდე - გამოთქვან მოსაზრებები იმაზე, თუ რა გააკეთა და რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა ამ მიმართულებით. მოსალოდნელია, რომ ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შევლენ, იანვრიდან დაიწყებს მუშაობას.

XS
SM
MD
LG