არგენტინის ნაპირებთან გაუჩინარდა ამ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი. ეკიპაჟი ორი დღეა, არ გამოდის კავშირზე. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელზე, ენრიკე ბალბიზე დაყრდნობით. ხომალდში, რომელიც საპორტო ქალაქ მარ-დელ-პლატისკენ მიემართებოდა, 44 ადამიანი იმყოფება. მათ საძებნელად გაგზავნილია გემები და თვითმფრინავები.
ყველაზე პოპულარული
1