Accessibility links

სომხეთში პატიმრობა მიუსაჯეს ყარაბაღელი სეპარატისტების ყოფილ სამხედრო მეთაურს


სომხეთში სასამართლომ ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა ყარაბაღელი სეპარატისტების ყოფილ სამხედრო მეთაურს, სამველ ბაბაიანს, რომელიც დამნაშავედ ცნო იარაღის კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებაში. ბაბაიანის მომხრეები ირწმუნებიან, რომ მისი გასამართლება პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რადგან ის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის მთავრობის ოპონენტია. ერევანში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ბაბაიანთან ერთად ბრალდებულ კიდევ ორ პირს, ხოლო ოთხ კაცს პირობითი სასჯელი შეუფარდა. ბაბაიანი სათავეში ედგა ეთნიკური სომხების ჯარების აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღში 1993-99 წლების ომის დროს. სომხეთის მხარდაჭერით მებრძოლმა სეპარატისტებმა კონტროლი დაამყარეს რეგიონზე და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე. ომმა 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა და მილიონამდე ადამიანი აქცია ადგილნაცვალ პირად. ბაბაიანი მარტში დააკავეს - ორი კვირით ადრე საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც ბაბაიანი მხარდაჭერას უცხადებდა ოპოზიციურ ალიანსს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სეირან ოჰანიანისა და საგარეო საქმეთა ორი ყოფილი მინისტრის ხელმძღვანელობით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG