Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანას


დანიამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს მის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის, გაყვანას. ეს ნაბიჯი მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, აკრძალოს მილსადენთა პროექტები იმ შემთხვევაშიც, როცა მათი შექმნა უსაფრთხოების, ან საგარეო-პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირდება. უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირში უთანხმოებას იწვევს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანა: გეგმით, ამ მილსადენით რუსეთიდან ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდონ ევროპას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლით. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოთქვა ვარაუდი, რომ უთანხმოება ახლო მომავალში ვერ მოგვარდება. როგორც იუნკერმა აღნიშნა, რამდენიმე სახელმწიფოს - მათ შორის პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და დანიის - ლიდერებმა გამოთქვეს შეშფოთება გაზსადენთან დაკავშირებით, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდის საფრთხის გამო. მეორე მხრივ, გერმანია, ავსტრია და ზოგი სხვა ქვეყანა აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ მხოლოდ კომერციული პროექტი და მისი შეფასებისას ყურადღების ცენტრში არ უნდა მოექცეს პოლიტიკური მოსაზრებები. გერმანიისა და ავსტრიის კომპანიები მიეკუთვნებიან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ინვესტორებს.

XS
SM
MD
LG