Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კოალიციამ იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალებზე


აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ძალებმა საჰაერო და საარტილერიო იერიში მიიტანეს სირიის მთავრობის მხარდამჭერ დაჯგუფებებზე. აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მიერ 8 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც 7 თებერვალს, სირიის რეჟიმის მხარდამჭერი ძალები თავს დაესხნენ „სირიის დემოკრატიული ძალების“ შტაბ-ბინას. ამერიკული სარდლობის ცნობით, მდინარე ევფრატის გასწვრივ არსებული დემილიტარიზებული ზონიდან 8 კილომეტრში განხორციელებული თავდასხმის დროს შტაბ-ბინაში იმყოფებოდნენ საერთაშორისო კოალიციის მრჩევლებიც. აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, საერთაშორისო კოალიცია განაგრძობს ევფრატის ხეობაში ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას და იტოვებს თავდაცვითი მოქმედებების უფლებას. ამერიკული მედიასაშუალებები სამხედროებზე დაყრდნობით იწყებიან, რომ იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია სირიის მთავრობის მხარდამჭერი დაჯგუფებების ასზე მეტი წევრი.

XS
SM
MD
LG