Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს არ მოაწერს მაუწყებლობის კანონში შეტანილ ცვლილებებს


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხელს არ აწერს კანონს მაუწყებლობის შესახებ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, კენჭი უყარა ვეტომდე მიღებულ ცვლილებებს და კანონპროექტები პრეზიდენტს გაუგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა მათ ხელი არ მოაწეროს. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად, ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს. 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები მაუწყებლობის კანონში 2017 წლის დეკემბრის ბოლოს შეტანილ ცვლილებებზე და ვეტო დაძლია. ძირითადი ცვლილება, რომელსაც ეწინააღმდეგებიან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, საპარლამენტო ოპოზიცია და პრეზიდენტი, საზოგადოებრივ მაუწყებელს უზრდის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას. ცვლილებების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მრავალმილიონიანი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის განთავსების უფლების გაფართოება დააზარალებს კერძო ტელეკომპანიებს.

XS
SM
MD
LG