Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SIPRI: მსოფლიოში იარაღის გაყიდვა გაიზარდა


სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის(SIPRI) მიერ 12 მარტს გამოქვეყნებული გამოკვლევით, 2013-2017 წლებში მსოფლიოში იარაღის გაყიდვა 10%-ით გაიზარდა 2008-2012 წლებთან შედარებით. ექსპორტიორთა ხუთეულში არიან აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და ჩინეთი. იმპორტიორებს შორის ლიდერობენ ინდოეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამირო. იარაღის ექსპორტის მხრივ 34%-ით პირველ ადგილზეა აშშ. მას 22%-ით მოსდევს რუსეთის ფედერაცია, თუმცა, 2008-2012 წლებთან შედარებით მისი წილი 7,1%-ითაა შემცირებული. ამის ძირითად მიზეზად დასახელებულია ნავთობის გაიაფება და საერთაშორისო სანქციები, რომლებიც რუსეთს ევროკავშირმა და აშშ-მა დაუწესეს ყირიმის ანექსიის გამო.

XS
SM
MD
LG