Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტი დასავლეთსა და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს


გერმანიის პრეზიდენტი შეშფოთებულია დასავლეთსა და რუსეთს შორის „გაუცხოების“ გამო. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გამოდის მოწოდებით, განახლდეს დიპლომატიური მცდელობები გაფუჭებული ურთიერთობების გამოსასწორებლად. ამის თაობაზე შტაინმაიერი აცხადებს 15 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მისი თქმით, ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის და მისი შვილის მოწამვლა „ძალიან სერიოზული ინციდენტია“, მაგრამ, შტაინმაიერი თვლის, რომ სულ მცირე, ასევე შეშფოთებული უნდა ვიყოთ რუსეთსა და დასავლეთს შორის გამალებული გაუცხოების გამო, რისი შედეგებიც უკვე ბევრად გასცდა ამ შემთხვევის ჩარჩოს. რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია, 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სკრიპალების მოსაწამლად გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ლონდონი ხელოვნურად ამწვავებს ანტირუსულ ისტერიას.

XS
SM
MD
LG