Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში დაკავებულია 40-მდე ქართველი, მათ შორის "კანონიერი ქურდები" და მსახიობი


საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ევროკავშირის საპოლიციო სამსახურთან, „ევროპოლთან“ თანამშრომლობით, 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარდა სპეცოპერაცია, სახელწოდებით Caucase Normandie. შსს-ს განცხადებით, საბერძნეთში დაკავებულია საქართველოს 23 მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს და ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას. ათენსა და სალონიკში დაკავებულთა შორის არიან ე.წ. „კანონიერი ქურდები,“ ლაშა შუშანაშვილი, ნოდარ შუკაკიძე და მერაბ ასანიძე. შსს-ს ცნობითვე, საფრანგეთში დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე. საფრანგეთის ქალაქ მონტობანში დაკავებულია ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი. საფრანგეთში დააკავეს მსახიობი კახა აბუაშვილიც, იგივე „კაბუ.” საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, 40-მდე დაკავებულს შორის რამდენიმე ქალია. გამოძიება მიმდინარეობს საბერძნეთის და საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსების შესაბამისი მუხლებით. ოპერაცია ერთობლივად ჩაატარა საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საბერძნეთის შსს-ს ასობით თანამშრომელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG