ავთანდილ ჭრიკიშვილი 5-6 მაისს სარაევოში გასამართ ევროპის თასზე აღარ იჭიდავებს. ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი დღეს უნდა გამგზავრებულიყო ბოსნიაში, მაგრამ ევროპის ჩემიონატის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, პროტესტის ნიშნად წასვლა გადაიფიქრა. სპორტსმენის მეუღლის მიერ ფეისბუქით გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს ნაბიჯი ძიუდოისტთა ნაკრების წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო. იმავე განცხადებაში წერია, რომ კონკრეტულ მიზეზებთან დაკავშირებით ნაკრების წევრები თავად ისაუბრებენ უახლოეს საათებში. ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან.
ყველაზე პოპულარული
1