Accessibility links

შსს-ს ინფორმაციით, მინდელის შახტში სავარაუდოდ მეთანი აფეთქდა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ დღეს გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 4 სამთო ოსტატი. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 30 წლის იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა: 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ექვსი ადამიანი. გამოძიება დაიწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG