Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში მუშაობის დროს ამწე მანქანა გადაბრუნდა


ამწე მანქანის ბოლო შენობას დაეცა და ფანჯრის მინები ჩაამსხვრია
ამწე მანქანის ბოლო შენობას დაეცა და ფანჯრის მინები ჩაამსხვრია

9 აგვისტოს რუსთავში 40 ტონის ტვირთამწეობის მანქანა გადაბრუნდა აუზ "თოლიას" გადახურვითი სამუშაოების დროს.

ამწე მანქანის ბოლო შენობას დაეცა და ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მემანქანემ, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტვირთის აწევის დროს მოტყდა ამწის ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც მიწაზე მაგრდება. მემანქანის თქმით, პოლონურ-უკრაინული წარმოების "იანვარეცი", 26 წლის წინ გამოშვებული მანქანაა და ეკუთვნის საწარმო "აზოტს".

აუზ "თოლიას" მფლობელმა მარლენ ლაბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტექნიკა კერძოდ დაიქირავეს გადახურვითი სამუშაოებისთვის.

XS
SM
MD
LG