Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ჭელიძე სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა


სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 3 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, წინასწარ პატიმრობაში რჩება ულტრანაციონალისტური დაჯგუფება „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე, ამის თაობაზე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა.

გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ჭელიძე იმის შესახებ, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები ფლობდნენ იარაღს, მათ შორის სანადირო თოფს, “ვინჩესტერს”, პისტოლეტს და ნახევრად ავტომატურ იარაღებს, ჯერ კიდევ 27 აპრილს ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობდა. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

XS
SM
MD
LG