Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში აღნიშნავენ 11 სექტემბრის ტერაქტების მორიგ წლისთავს


ნიუ-იორკი, 2001 წლის 11 სექტემბერი

აშშ-ში აღნიშნავენ 11 სექტემბრის ტერაქტების მე-17 წლისთავს ცერემონიებით, რომლებზეც ათასობით ადამიანი შეიკრიბება. მთავარი ცერემონიები გაიმართება ნიუ-იორკში იმ ადგილას, სადაც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ტყუპი შენობები იდგა და ვაშინგტონში პენტაგონის შენობასთან. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია დაესწრებიან ცერემონიას პენსილვანიის შტატში მდებარე შენკსვილში, სადაც ტერორისტების ხელში მყოფი ოთხიდან ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებმა სულ 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათი უმრავლესობა ნიუ-იორკში, ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის დანგრევის შედეგად. ეს იყო ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტი აშშ-ის ისტორიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG