რუსეთში ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს ერთ-ერთ რეგიონში, სადაც ჩატარდა გუბერნატორთა არჩევნების მეორე ტური, რომლის დროსაც მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთს გაუჭირდა თავიდან აერიდებინა კრემლის ერთგული კანდიდატების მარცხი. შორეული აღმოსავლეთის ხაბაროვსკის რეგიონში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ერთიანი რუსეთის წევრი გუბერნატორი, ვიაჩესლავ შპორტი 40 პროცენტით ჩამორჩება მის მეტოქეს, ოპოზიციის კანდიდატ სერგეი ფურგალს, ხმათა 90 პროცენტის შედეგებით. ფუგალი დეპუტატია ნაციონალისტური ორიენტაციის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. სულ არჩევნების მეორე ტური ოთხ რეგიონში იმართება.