Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მწერალი თამაზ ჭილაძე


თამაზ ჭილაძე
თამაზ ჭილაძე

87 წლის ასაკში გარდაიცვალა თამაზ ჭილაძე - მწერალი, პოეტი და დრამატურგი, რუსთაველის დასახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, უკრაინულ, ესპანურ, იტალიურ, ჩეხურ და კიდევ სხვა რამდენიმე ენაზე.

თამაზ ჭილაძე ავტორია რამდენიმე ათეული პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”. შუადღე” (1963), “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?” (რომანი, 1965), “თეთრი კვამლი” (1967), “აჰა,მიიწურა ზამთარი” (რომანი, 1967), “მდგმურები” (1971), “აუზი” (1972), ”წერო”, “პოსეიდონის სასახლე”, “კაქტუსის ბაღი”, “ბრეიგელის მთვარე’’.

თამაზ ჭილაძის პიესების მიხედვით, სხვადასხვა დროს, სპექტაკელები აქვთ დადგმული რეჟისორებს: რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, გიზო ჟორდანიას, გიგა ლორთქიფანიძეს.

თამაზ ჭილაძე ასევე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

XS
SM
MD
LG