Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხის წაქცევის შედეგად თბილისში მოქალაქე დაშავდა


ძლიერი ქარის გამო, ხის წაქცევის შედეგად თბილისში მცირედ
დაშავდა ქუჩაში მიმავალი ერთი მოქალაქე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, ძირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი ქარის შედეგად
მიღებულ დაზიანებებზე ამ დროისათვის სულ 10 განცხადებაა შესული, მათგან ყველაზე მეტი განცხადება გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან.

XS
SM
MD
LG