Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პარლამენტი იმსჯელებს ქვეყნის სახელწოდების შეცვლაზე


მაკედონიის პარლამენტში დღეს გაიმართება დებატები ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე. 30 სექტემბრის რეფერენდუმზე, მასში მონაწილე ამომრჩეველთა 90 %-ზე მეტმა მხარი დაუჭირა სახელწოდება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას“, რაც წერტილს უსვამს მრავალი წლის უთანხმოებას მეზობელ საბერძნეთთან და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას გზას უხსნის ნატოს და ევროკავშირის წევრობისაკენ. მაგრამ რეფერენდუმი მაკედონიაში ჩაითვალა შეუმდგარად, რადგან მას მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 34%-მა, ნაცვლად 50%-ისა. ამისდა მიუხედავად, მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა პირობა დადო, რომ საკითხის გადაჭრას შეეცდებოდა პარლამენტის შიგნით, საკონსტიტუციო ცვლილების გზით. საკონსტიტუციო კანონპროექტის მიღებას საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ორი-მესამედის, 120 პარლამენტარის მხარდაჭერა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG