Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია: სუს-ი გამოსაქვეყნებლად ამზადებს ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის საუბრების ჩანაწერს


„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ, მისთვის ხელმისაწვდომი წყაროების თანახმად, სუს-ი გამოსაქვეყნებლად ამზადებს მასა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის საუბრების ჩანაწერს. გვარამიას თქმით, ესაა „რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ.“

როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას თქვა გვარამიამ, მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 14 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ესაუბრება პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს, საგანგებოდაა გაკეთებული. „მე 14-შივე დავწერე სტატუსი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში სწორედ იმიტომ, რომ ჩაწერილიყო ეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ყალბი, ვითომ ფარული ჩანაწერი“. საუბარია აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ამბობს, რომ გარიგების საფუძველზე ჩაჯდა ციხეში და მოეპოვება ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი მასალები.

XS
SM
MD
LG