Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და უზბეკეთის ლიდერებმა ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი უზბეკეთში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა უზბეკმა კოლეგამ, შავქათ მირზოევმა უზბეკეთის დასავლეთში, ქალაქ, ნავოიში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარეს სიმბოლურად საფუძველი. მოსკოვი ვარაუდობს, რომ მშენებლობა დაჯდება 11 მილიარდი დოლარი. პუტინმა 19 ოქტომბერს თქვა, რომ მშენებლობა სადგურისა, რომელიც 2020 წლისთვის დასრულდება, „უზბეკეთში ახალ მრეწველობას შექმნის“. პუტინი თვლის, რომ ორი რეაქტორი „იაფ და სუფთა ელექტროენერგიას მიაწვდის მომხმარებლებს უზბეკეთსა და შუა აზიაში, რაც არა მხოლოდ უზბეკეთის, არამედ მთელი რეგიონის ენერგეტიკულ სტაბილურობას ნიშნავს“,თქვა პუტინმა. სადგური პირველი ასეთი ობიექტი იქნება შუა აზიაში. მირზოევმა განაცხადა, რომ პუტინთან ერთად განიხილა ორმხრივი სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

XS
SM
MD
LG