Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის რეგიონული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობს მმართველი პარტია


2018 წლის 21 ოქტომბერი: პოლონეთის მმართველი პარტიის, "სამართალი და სამართლიანობის" ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს რეგიონულ არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვების შესახებ
2018 წლის 21 ოქტომბერი: პოლონეთის მმართველი პარტიის, "სამართალი და სამართლიანობის" ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს რეგიონულ არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვების შესახებ

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის რეგიონულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ, მემარჯვენე-პოპულისტურმა „სამართალმა და სამართლიანობამ“ გაიუმჯობესა შედეგები წინა რეგიონულ არჩევნებთან შედარებით, მაგრამ ხმები დაკარგა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 21 ოქტომბრის კენჭისყრის ეგზიტპოლი ასევე აჩვენებს, რომ ვარშავის მერობისათვის ბრძოლაში 54 პროცენტით გაიმარჯვა პროევროპელმა ცენტრისტმა კანდიდატმა, რაფალ ტშასკოვსკიმ. წინასწარი შედეგებით, რეგიონულ წარმომადგენლობით ორგანოებში მმართველ პარტიას ერგო 32,3 პროცენტი მაშინ, როცა 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან 37,6 პროცენტი მოიპოვა. დანაკარგის მიუხედავად, „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ კმაყოფილება გამოთქვა მოპოვებული შედეგით, რომელსაც „კარგი ნიშანი“ უწოდა. არჩევნების საბოლოო შედეგები შუა კვირაში გამოცხადდება. პოლონეთის დიდი ქალაქების უმრავლესობაში - მათ შორის ვარშავაში, კრაკოვში, პოზნანში, ვროცლავში, გდანსკში - უმეტესწილად, პროევროპელ კანდიდატებს ირჩევენ. სოფლად „სამართალი და სამართლიანობის“ მხარდაჭერა ჭარბობს.

XS
SM
MD
LG