Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ვაშაძის გამარჯვების შესახებ სააკაშვილის ინფორმაციას ცესკოს განმარტება მოჰყვა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი ჯარისკაცების უმრავლესობამ ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. „ახლახან შემატყობინეს ავღანეთში ჩატარებულ ქართულ საჯარისო კონტიგენტიდან - იქ უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მონაწილეობა მიიღო ბაგრამის და ქაბულის 742 სამხედრო მოსამსახურემ და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ. ყველაზე მაგარი ქართველები მაგალითს აძლევენ დანარჩენ საქართველოს” - დაწერა ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილმა და იქვე გამოაქვეყნა ბიულეტენის ფოტო, რომელზეც ვაშაძის გვარია შემოხაზული.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მხოლოდ 28 ოქტომბრის, ანუ საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი ავღანეთის საარჩევნო უბნებზე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ცესკოს ინფორმაციით, დღეს ავღანეთში მიმდინარეობს მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა, რომლის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ.

ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები დღეს დილის 8 საათიდან აძლევენ ხმას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარი-შარიფში მდებარე „მარმალის ბაზაზე“ გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე, რომლებიც საღამოს 8 საათზე დაიხურება. საარჩევნო სიაში 875 სამხედროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG