Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისი-ვარშავის რეისი ცრუ განგაშის გამო შეფერხდა


ვიზეარის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში
ვიზეარის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებით, 25 ოქტომბერს „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 (ქუთაისი-ვარშავის მიმართულებით) იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში. მიზეზს ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი წარმოადგენდა.

„ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არიან გადაყვანილი ხომალდიდან“, - იტყობინება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სატელეფონო ზარი ცრუ ინფორმაციის შემცველი იყო.

ავიაკომპანია "ვიზეარის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ "უსაფრთხოება Wizz Air-ის უპრიველესი პრიორიტეტია. ავიაკომპანია უცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ყველა იმ ქმედებას, რაც საფთხეს უქმნის მგზავრთა და ბორტის წევრების უსაფრთხოებას".

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სს კოდექსის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG