სამხრეთ ავღანეთის პროვინცია ყანდაარში იმართება საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც ერთი კვირით ადრე კენჭისყრა გაიმართა თითქმის ყველა დანარჩენ პროვინციაში. გადადების მიზეზი გახდა ყანდაარის პროვინციის უფროსის, გენერალ აბდელ რაზიყის მკვლელობა არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თალიბების თავდასხმისას. თალიბანის ისტორია სწორედ ყანდაარში იწყება და გენერალი აბდელ რაზიყი ითვლებოდა სტაბილურობის გარანტად ამ პროვინციაში. ამიტომ მისი მკვლელობა თალიბებთან ბრძოლისათვის დიდ დანაკარგად აღიქვეს მთელ ავღანეთში. ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში განთავსებულია ათასობით ჯარისკაცი, რათა ამომრჩევლებს უსაფრთხოების განცდა ჰქონდეთ და არ შეეშინდეთ საარჩევნო უბნებზე მისვლის. ყანდაარის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, უშიშროების ძალები ზრუნავენ 550 ათასზე მეტი ამომრჩევლის უსაფრთხოებაზე.
ყველაზე პოპულარული
1