Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტმა ექსტრემისტებმა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი 68 მებრძოლი დახოცეს სირიაში


ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა აშშ-ის მიერ მხარადჭერილი და ქურთების ლიდერობით მოქმედი 68 მეამბოხე დახოცეს სირიის აღმოსავლეთში. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის 28 ოქტომბრის ცნობის თანახმად, დაჭრილია სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) კიდევ ასი წევრი, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

ბრიტანეთში მოქმედი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით, 200-მდე ექსტრემისტი, მათ შორის ქალი სნაიპერები და გაწვრთნილი ბავშვები მონაწილობდნენ თავდასხმაში, რომელიც ისლამისტებმა განახორციელეს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე სოფლებზე ბაღუთსა და სოუსეჰზე.

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა იერიში 26 ოქტომბერს წამოიწყეს ცუდი ამინდის პირობებში, რამაც არ მისცა საშუალება აშშ-ის ლიდერობით მოქმედ კოალიციას გამოეყენებინა ავიაცია, თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სირიის დემოკრატიულმა ძალებმა 188 მეომარი დაკარგეს. ბრძოლებში, რომელიც 26 ოქტომბრიდან დღემდე გრძელდება, მოკლულია 234 ექსტრემისტი.

XS
SM
MD
LG