Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ამომრჩევლის მოსყიდვის საფუძვლიანი ეჭვი აქვს


არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დაკვირვებით საპრეზიდენტო არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებას გულისხმობდა. „თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების, ძირითადად,მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კოორდინატორების დიდი კონცენტრაცია. ბევრი მათგანი იდგა ავტომობილით, სადავ სხვადასხვა პირები სხდებოდნენ და მცირე ხნის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ჩვენს დამკვირვებლებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლო ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქინდა ადგილი“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, ექვსი საარჩევნო უბნის გარეთ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფულის გადაცემის რამდენიმე შესაძლო ფაქტიც. დამკვირვებლებმა სულ დააფიქსირეს 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა და 12 საჩივარი დაწერეს.

XS
SM
MD
LG