Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები უცნობია


სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა ზვიად მიხანაშვილმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და იუსტიციის მინისტრს განცხადებით 30 ოქტომბერს მიმართა, უთხრეს რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროში.

სამინისტროში უპასუხოდ დატოვეს მედიასაშუალებების შეკითხვა იმის შესახებ, ხომ არ უკავშირდება ზვიად მიხანაშვილის გათავისუფლება ციხეში გაკეთებულ ჩანაწერებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებენ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ დოლიძე.

ზვიად მიხანაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის პოსტს 2018 წლიდან, სამთავრობო ცვლილებების შემდეგ იკავებდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი პატარიძე შეასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG