პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის ოფისში მიმდინარეობს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელშიც პარლამენტის მაჟორიტრი დეპუტატები და პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლები მონაწილეობენ. „გვექნება შემდეგი ნაბიჯების და სტრატეგიის განხილვა. იქნება ერთი, ძალიან მკაცრი ვერტიკალი, უფრო მეტი ორგანიზებულობა და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და შემდეგი ორი წელი, ვიდრე დადგება საპარლამენტო არჩევნები, აბსოლუტურად სხვა შედეგს დავდებთ“ - უთხრა ჟურნალისტებს კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ თბილისის ოფისში გაიმართა პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები საპარლამენტო ურმავლესობის და მათავრობის წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 28 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად ხმების მხოლოდ 0,9%-ით მოუგო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს. თუმცა, 50%-იანი ბარიერი ევრცერთმა ვერ გადალახა და ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. 1 ნოემბერს გამართულ შეხევდრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მეორე ტურისთვის სრული მობილზიაციის მიზნით შეიქმნება ცენტრალური და თბილისის შტაბები, რომლებსაც ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე უხელმძღვანელებენ.