Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა რესპუბლიკელებმა სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს


აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა შეინარჩუნა კონგრესის ზედა პალატაში - სენატში. 6 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელებს სენატზე კონტროლის შესანარჩუნებლად აქვთ საჭირო ხმების ნახევარზე მეტი.

შუალედური კენჭისყრით ამერიკელები ირჩევდნენ სენატის 100-დან 35 და წარმომადგენელთა პალატის 435-ივე წევრს. წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დემოკრატებს დაუთმეს.

შუალედურ არჩევნებამდე კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს დემოკრატებზე 23 მანდატით მეტი ჰქონდათ, ზედა პალატაში - სენატში კი მხოლოდ ერთით.

XS
SM
MD
LG