საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვათახევის ტყეში 11 ნოემბერს გაჩენილი ხანძარი. დამწვარია 10 ჰექტარი ფართობი. ხანძარი ლიკვიდირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკართანაც, სადაც 15 ჰექტარი ფართობი დაიწვა.
ხანძრის ჩაქრობა გრძელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკართან მდებარე ტყეში, სადაც 200 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.