Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითარება დაიძაბა ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვართან


ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში იერიში მიიტანა პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის „ჰამასის“ სახედრო დაზვერვის შტაბ-ბინაზე. ისრაელის არმიის განცხადებით, ეს იყო საპასუხო რეაქცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმა სწორედ „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინაში დაიგეგმა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, 12 ნოემბერს, ღაზის სექტრიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ისროლეს სულ 300-მდე რაკეტა და მათი უმრავლესობა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ოფიციალური მონაცემებით, ისრაელის ტერიტორიაზე დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, ადგილობრივი პრესა იუწყება, რომ ქალაქ აშკელონში დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საპასუხო იერიშის შედეგად ღაზის სექტორში განადგურებულია 70-ზე მეტი სამიზნე. დაღუპულია სულ მცირე შვიდი პალესტინელი. კონფლიქტის ესკალაციის გამო ისრაელმა ღაზის სექტორთან განათავსა დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა.

XS
SM
MD
LG