Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნელი“ მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ინფორმაცია არაბ ეთნიკურ უმცირესობაზე


„ამნესტი ინტერნეშნელი“ მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ინფორმაცია არაბი ეთნიკური უმცირესობის ასობით წარმომადგენელზე, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, დაკავებული ჰყავთ სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ აჰვაზში სექტემბერში განხორციელებული იერიშის შემდეგ. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ მოწოდება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც 13 ნოემბერს გავრცელდა ცნობები, რომ უკანასკნელ დღეებში 22 მამაკაცი „საიდუმლოდ“ დასაჯეს სიკვდილით. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს ეს ცნობები. თუკი ცნობები დადასტურდა, ეს იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, არამედ „სამართლის სრული დაცინვა“, აცხადებს „ამნესტი ინტერეიშნელი“.

XS
SM
MD
LG