Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ


გაერთიანებული ოპოზიციის ''ძალა ერთობაშია'' ლიდერები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, უცხოელ დიპლომატებს ესაუბრნენ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის და მოსყიდვის ფაქტებსა და არჩევნების მეორე ტურის თარიღზე

„პირველი ეს არის ძალადობა, ახალქალაქის კონკრეტული მაგალითი, როცა ჩვენი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და კომისიაში დამკვირვებლებს, მარნეული, კასპი და სამწუხაროდ, ამას განგრძობადი ხასიათი აქვს. მეორე, ეს არის საარჩევნო თარიღი, რომელზეც უზარმაზარი მანიპულაცია მოახდინა ქართულმა ოცნებამ და მისი დაკვეთით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მესამე, ეს არის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები, რომელიც დღეს საქართველოშია'' - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. საპარლამენტო ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც შეასრულა ივანიშვილის დავალება და არჩევნები ჩაინიშნა შუა კვირაში, იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ათი ათასობით ჩვენ თანამოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში.“ ბოკუჩავას თქმით, უცხოელ დიპლომატებს ესაუბრნენ ახალქალაქში მომხდარ ძალადობაზე, რომელიც „დაორგანიზებული იყო ენზელ მკოიანის და მისი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ და რომელიც პირდაპირ გაამართლა ხელისუფლებამ.''

XS
SM
MD
LG