Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბლუმბერგი“: დასავლეთის სანქციებმა არაეფექტიანი გახადა რუსეთის ეკონომიკა


დასავლეთის სანქციებმა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა „არაეფექტიანი“ გახადა. 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ „ბლუმბერგ ეკონომიკსის“ ახალი ანგარიშის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა ნავთობზე ფასების შემცირებაც, მთავარი ფაქტორი მაინც იყოს სანქციები, რომელიც რუსეთს დაეკისრა საერთაშორისო აგრესიისა და სხვა ქვეყნების არჩევნების ჩარევისათვის. ანგარიშის თანახმად, რუსეთის ეკონომიკა „10 %-ით შემცირდა იმასთან შედარებით, რაც უნდა ყოფილიყო 2013 წლის პროგნოზის შესაბამისად.“ აშშ-მა, ევროკავშირმა და მათმა მოკავშირეებმა რუსეთის მიმართ სანქციები შემოიღეს 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყოფილი სეპარატისტების მხარადჭერისათვის. „ჩამორჩენა არის უფრო მეტი, ვიდრე ეს შეეძლო გამოეწვია მხოლოდ ნავთობს“, - აცხადებს სკოტ ჯონსონი, „ბლუმბერგ ეკონომიკსის“ თანამშრომელმა. ანგარიშის მიერ აღწერილი სიტუაცია ეჭვს ქვეშ აყენებს რუსეთის მთავრობის პროგნოზს, რომლის თანახმად 2021 წლისათვის 3%-ს გადააჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს, რაც ორჯერ მეტია შარშანდელ მაჩვენებელთან შეადარებით.

XS
SM
MD
LG