ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 107-ივე უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთების წილისყრაში მონაწილეობაზე, რაც დარღვევაა. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მათ არ სურთ უბნები დატოვონ, რათა ხელისუფლებას არ მისცენ გაყალბების საშუალება.