საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსთავში გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მიერ ხმის ხელმეორედ მიცემის მცდელობები. დღის სამი საათისთვის გამართულ ბრიფინგზე ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ მანამდე დასახელებულ შემთხვევებს დაამატა რუსთავის 39-ე საარჩევნო უბანზე კონკრეტული მოქალაქის მიერ ხმის ხელმეორედ მიცემის მცდელობა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, რუსთავში ასეთმა ფაქტებმა უკვე მასობრივი და სისტემური ხასიათი მიიღო. „ეს ფაქტები უკვე დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად, ამ ყველაფერზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
"ქართული ოცნების" ცნობით, გრძელდება ოპოზიციის მომხრეთა მიერ ხმის ხელმეორედ მიცემის მცდელობა

სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1