ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნინო თვალავაძის თქმით, 101-ე საარჩევნო უბანთან მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს: „ხელში ეჭირათ სიები, მე აქ ვარ დამკვირვებელი, წავართვი ფურცლები და გავიქეცი, გამომეკიდნენ ეს ქალები და დასახმარებლად გარეთ მდგომ კაცებს დაუძახეს. ერთმა კაცმა თავში ბოთლი ჩამარტყა, ხელზე დაზიანებები მომაყენეს, პატრულის გამოჩენისთანავე გაქრნენ. არ ვიცი, ვინ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი იყვნენ აგიტატორები „ქართული ოცნებიდან", - ამბობს ნინო თვალავაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის თქმით, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" აგიტატორებმა სცემეს

სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1