Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესსნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ახალგაზდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში აცხადებს, რომ სროლა მათი შტაბის მიმართულებით განხორციელდა.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG