Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა კალათბურთელებმა სტუმრად გაიმარჯვეს ესტონეთთან 80:73


30 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში ტალინში ესტონეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 80:73. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 23 ქულა მოუტანა ნაკრებს. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა საბერძნეთი, შემდეგ მოდიან გერმანია და სერბეთი, რომელიც დღეს ისრაელთან დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს საქართველოს ნაკრები შინ სწორედ ისრაელთან გამართვას.

XS
SM
MD
LG